დრაქსლერმა საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, რომლებთანაც ოდესმე უთამაშია

თარიღი: სექტემბერი 15, 2018

“პარი სენ-ჟერმენის” გერმანელმა ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა განაცხადა, რომ კილიან მბაპე და ნეიმარი საუკეთესო ფეხბურთელები არიან, ვისთანაც ოდესმე უთამაშია.

“ასაკის მიუხედავად, მბაპე მოედანზე უდიდეს როლს თამაშობს. როდესაც ბურთი უჭირავს, ის ძალიან სახიფათოა, თამაშს აკონტროლებს. ასეთი ფეხბურთელი აქამდე არასოდეს მინახავს. ნეიმართან ერთად ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.

“პარი სენ-ჟერმენს” საკმაოდ დიდი ამბიციები გააჩნია.კლუბში ძალიან დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ, რათა სასტარტოში ადგილი დავიმსახურო,” – აცხადებს დრაქსლერი.

მსგავსი სიახლეები