დროგბა და ეტო ვაქცინების აფრიკელებზე გამოცდის წინააღმდეგ გამოდიან

თარიღი: აპრილი 3, 2020

რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ორმა ექიმმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აფრიკელ ხალხზე უნდა გამოიცადოს.

ყოველივე ამას მალევე გამოეხმაურნენ სამუელ ეტო და დიდიე დროგბა. რამდენიმე წუთში ვიდეოგზავნილი პირველმა დემბა ბამ გამოაქვეყნა, რომელიც ბოლოს თურქეთში ასპარეზობდა.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლეთში, სადაც თეთრ ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ სხვაზე მაღლა დგანან. რასიზმი და სისულელე ახალი ტრენდი ხდება. დროა გაიზარდოთ,” – აცხადებს დემბა ბა.

სამუელ ეტომ დემბას ვიდეოს ასე უპასუხა: “ბო*ის შვილები. თქვენ უბრალოდ ნაგვები ხართ. აფრიკა თქვენი სათამაშო არ არის!”.

“უბრალოდ შეუძლებელია ამაზე თვალის დახუჭვა. კატეგორიულად ვგმობ ამ ყოველივეს, ეს წმინდა რასიზმია. ზღვის გოჭებივით ნუ გვექცევიტ, ნაცვლად ამისა დაგვეხმარეთ აფრიკელი ხალხის სიცოცხლის გადარჩენაში.

რასაც ისინი ამბობენ, სრული აბსურდია. აფრიკული ქვეყნების ლიდერებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა,” – ასეთი კომენტარი გააკეთა დროგბამ.

მსგავსი სიახლეები