დროგბა: “სტემფორდ ბრიჯზე გატანილმა გოლმა გამახარა”
“ჩელსის” ფორვარდმა, დიდიე დროგბამ, “მარიბორთან” გამართული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. აფრიკელმა მოთამაშემ ლონდონში დაბრუნების შემდეგ “სტემფორდ ბრიჯზე” პირველი გოლი გაიტანა.
“ჩელსისთვის კვლავ გავიტანა, რაც ძალიან მახარებს. განსაკუთრებით სასიამოვნო კი ამის გაკეთება “სტემფორდ ბრიჯზეა”. სეზონი ჯერჯერობით კარგად მიდის, პრემიერლიგაში ვლიდერობთ, ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ვასპარეზობთ.
ვითამაშებ თუ არა “მანჩესტერთან” პირველი წუთებიდან? არ ვიცი, ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ” – განაცხადა დროგბამ.