დროგბა: “ტერი თავიდან სარეზერვო ფეხბურთელი მეგონა”
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ის შთაბეჭდილებები გაამხილა, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლისას ჯონ ტერის შესახებ შეექმნა.
“მაღალი, ძლიერი ბიჭი შევნიშნე, რომელიც ძალზედ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ისე იქცეოდა, რომ თავიდანვე სარეზერვო ფეხბურთელად შევრაცხე. მეგონა, რომ მთავარ გუნდში გამოცდილების შესაძენად გადმოიყვანეს. ვარჯიშის შემდეგ ტერის შესახებ სხვა ფეხბურთელს ვკითხე, რომელმაც მიპასუხა, რომ ჯონი ჩვენი გუნდის კაპიტანია. აი, ასე ცოტა რამ ვიცოდი იმ კლუბის შესახებ, რომელშიც გადავედი”, – დროგბას კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.