დროგბა უოლკოტს: “როცა კატები არ არიან, თაგვებისთვის ცეკვა ადვილია”

თარიღი: სექტემბერი 25, 2016

24 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ტეო უოლკოტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი, დიდიე დროგბა გამოეხმაურა.

“გილოცავ მოგებას, მაგრამ თაგვებისთვის ცეკვა ადვილია, როდესაც კატები ადგილზე არ არიან”
, – წერს კოტდიუვარელი.

მსგავსი სიახლეები