დროგბას “მარსელში” დაბრუნება სურს
დიდიე დროგბამ “მონრეალ იმპაქტი” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. კოტ დივუარელი თავდამსხმელი უკვე 38 წლის გახლავთ, მაგრამ თავს მხნედ გრძნობს და ბუცების ლურსმანზე დაკიდვას ჯერ არ აპირებს. დროგბა მზად არის, “მარსელში” დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2003–2004 წლებში იცავდა.
“ხალხი ამბობს, რომ “მარსელში” დაბრუნებაზე ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც არ ვბრუნდები. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. “მარსელში” ფეხბურთელის რანგში დაბრუნების სურვილი ნამდვილად მაქვს.
კლუბში ჩემი დაბრუნება სავსებით შესაძლებელია. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში “მარსელის” ხელმძღვანელობასთან ამ საკითხს განვიხილავ და ფანების წინაშე დადებულ პირობას შევასრულებ. როგორც წესი, ადამიანებს წარსულში დაბრუნება არ უყვართ, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო იქნება.
ფეხბურთის თამაში კვლავ მინდა. ფეხები კვლავაც მაბია და ბურთის გორაობა კვლავ მიყვარს. მუხლი მცირეოდენ დავიშავე, მაგრამ თავს ისევ კარგად ვგრძნობ”, – დროგბას სიტყვები “სანმა” გამოაქვეყნა.