დუბლებიც ფრედ დასრულდა
დუბლიორთა გათამაშების მეშვიდე ტურში „დილამ“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის„დინამოს“ უმასპინძლა.
მოედანზე გუნდები თანაბრად იბრძოდნენ და ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები. გორელთაგან ბუზალაძისა და ჭეჭელაშვილის მომენტები იყო გამოსარჩევი. ილიას თავური დარტყმით შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ხარიხასს მოარტყა, ხოლო ჭეჭელაშვილის ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია და იხსნა თავისი გუნდი. სტუმრებს კი ერთი-ერთზე ჰქონდათ მომენტი, მაგრამ მარიამიძემ მეტოქეს აჯობა და ბურთის მოგერიება შეძლო.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. ანგარიშის გახსნა გორელებმა მოახერხეს. 66’-ე წუთზე გიორგი ერისთავმა კარგად ითამაშა, ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მოჭრილი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა – 1:0. ზუსტად ხუთ წუთში თბილისელებმა კვერნაძის ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს – 1:1.
მატჩის მიწურულს მთავარ მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეეძლო როდესაც თბილისელებმა გორელი ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ არბიტრმა ამ მომენტზე რეაგირება არ მოახდინა. მატჩის უკანასკნელი შეტევა გორელებმა განახორციელეს და სახიფათი ჯარიმაც მოიპოვეს.ტიტვინიძემ დარტყმა მცირედ არაზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ეს დაპირისპირება ფრედ 0:0დასრულდა.
გუნდების შემადგენლობა
„დილა“: მარიამიძე, ტიტვინიძე, ოქროპირიძე (კაპ.), ბაჩიაშვილი, ზეინკლიშვილი, ჩხიკვაძე, ჭეჭელაშვილი, ნონიკაშვილი, ერისთავი (ზუბიაშვილი 83’), კურმაშვილი (ქარელი 63’), ბუზალაძე (საბიაშვილი 74’).
სათადარიგო: ბოლოთაური, საბიაშვილი, ავაზნელი, ზუბიაშვილი, ქარელი, მჭედლიშვილი, სალარიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ელიაური.
„დინამო“: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, ყურშავიშვილი, კირკიტაძე (ქანთარია 78’), ნემსაძე, ჩიხლაძე, ვეკუა (კაპ.), კვერნაძე, ო. კობახიძე (გადრანი 90’), ა. კობახიძე (ლილიაშვილი 46’).
სათადარიგო: ისიანი, გადრანი, ქანთარია, აშორტია, ლილუაშვილი, ბუღრიძე, გეგეშიძე.
მთავარი მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე.
მთავარი არბიტრი: თემურ დადაჰავა.
FCDinamo.Ge