დუბლიორთა მორიგი გამარჯვება

თარიღი: ოქტომბერი 6, 2014

2014 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, რობაქიძე, რენე ფერეირა (ბარბაქაძე, 81), გოგავა, ენდელაძე, ვაჭარაძე, მაკარიძე (ჭუმბაძე, 90), ჩუბინიძე (ჩიტორელიძე, 81), გოცაძე (ბუბულაშვილი, 88), კანდელაკი (დუგლაძე, 90), მიქელთაძე.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ზესტაფონელთა მეორე გუნდის დამრიგებელი გიორგი მიქაძე, რომელიც, კლუბში მუშაობის პარალელურად, ცხრამეტწლამდელების მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის ასისტენტის თანამდებობაზეც საქმიანობს, დღესდღეობით სწორედ ნაკრებში იმყოფება. გუნდის მთავარი მწვრთნელის არყოფნაში იმერელთა რეზერვისტებს ფოთელებთან შეხვედრაში მიქაძის ასისტენტმა ლევან ბაჯელიძემ უხელმძღვანელა.

იმერელ ქომაგთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ზღვისპირელებთან დაპირისპირება სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო – 11-ე წუთზე ანგარიში ნიკა სიჭინავამ გახსნა. ამას მასპინძლები არ დაუბნევია და ზუსტად ერთ წუთში მათ ანგარიში გაჰქვითეს – მიზანს დემურ კანდელაკის ზუსტმა დარტყმამ მიაღწია. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, დემურ კანდელაკმა სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა.

პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც სანახაობრივი და კარგი საყურებელი კი გამოდგა, თუმცა გოლები ამჯერად მხოლოდ სტუმართა კარში გადიოდა. 60-ე წუთზე ფოთელთა კარი მესამედ ბექა მიქელთაძემ აიღო, 62-ეზე კი დემურ კანდელაკმა “ჰეთ-თრიკი” შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.

FCZestafoni.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა ნომრით ითამაშებს მაირო მანჯუკიჩი “მილანში”?

მარიო მანჯუკიჩმა “მილანში” მაისურის ნომერი აირჩია. Sky Sport Italia-ს ცნობით, ხორვატი თავდამსხმელი “როსონერიში” 9 ნომრით [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “კალიარის” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cagliari 0-1 Milan – Ibrahimovic Follow @Fastgoal2 and don't miss a goal pic.twitter.com/wMEunRh87C […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ის სპორტდირექტორი: “გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით”

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და გუნდში ნეიმარისა და კილიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” დონარუმას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მინო რაიოლა გაზრდილ ხელფასს ითხოვ

“მილანი” გუნდის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. “როსონერი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ აბრაჰამმა ბუნდელსიგაში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ მაისური მსაჯს გაუცვალა (ვიდეო)

17 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში ფრანქფურტის “აინტრახტმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მცველმა, დავიდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “ვაპატიებ მესის? ჯერ არ ვიცი”

კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” დაამარცხა (2:3). მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” კოშმარი – მარსელინოს საინტერსო რეკორდი

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ქამბექი შეუსრულა ბილბაოს “ატლეტიკმა” და 2015 წლის შემდეგ თავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰენდერსონი: “მსაჯის სასტვენი რომ არა, მანე ერთი ერთზე გადიოდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ დასრულებული მატჩის ერთ-ერთ კონტრავერს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო: “ინტერის” შემტევი სტილის გვეშინოდა, მხდალები ვიყავით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, მილანის “ინტერთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ პრესის წარმომადგენლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაკვეს და კვარას მაკედონიასთან შეცვლიდა!

დღეს ოფიციალურად დადასტურდა გიორგი არაბიძის ტრანსფერი რუსულ “როტორში”, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი – ბექა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი ულამაზესი გოლი “კრისტალ პალასის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Manchester City 2-0 Crystal Palace – Ilkay Gundogan great goalpic.twitter.com/KTRSBTuWYC — noobfcb (@noob_fcb) […]...
წაკითხვა