დუდა სანაძე ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს
დუდა სანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ხელშეკრულება “გიპუზკოა ბასკეტმა” გაუფორმა, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა მისი გაწყვეტა ორივე მხარეს ერთი თვის შემდეგ შეუძლია.
სანაძემ გასული სეზონი იტალიურ “პისტოია ბასკეტში” გაატარა, თუმცა, იქიდან წამოსვლა ტრავმის გამო მოუხდა. მანამდე, დუდას თბილისის “დინამოში”, “რუსთავში”, “ბათუმში” და სლოვენიურ “პრიმორსკაში” უთამაშია, 4 წელი კი ამრიკის სტუდენტური ლიგის საუნივერსიტეტო გუნდ “სან დიეგოში” აქვს გატარებული.
სანაძის დებიუტი სავარაუდოდ 21 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში შედგება, როცა სანსებასტიანური გუნდი ბადალონის “ხუვენტუტს” ესტუმრება. “გიპუზკოა ბასკეტს” 4 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მან წინა მატჩი გამოტოვა.
GBF.GE