დუდუ დადიანის მემორიალის პირველი დღე

თარიღი: ოქტომბერი 21, 2014

დუდუ დადიანის ტრადიციული ტურნირი, რომელიც სეზონის დასაწყისში 2002 წლიდან იმართება, დღეს რუსთავში დაიწყო. სუპერლიგის გუნდებისთვის ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და წლეულს მემორიალში ასპარეზობის სურვილი ოთხმა მათგანმა – დინამომ, რუსთავმა, ოლიმპმა და სოხუმმა გამოთქვეს.

დღეს ამ გუნდების მონაწილეობით რუსთავის სპორტსკოლის დარბაზში 2 მატჩი გაიმართა: „დინამო“ დადიანის მემორიალის შარშანდელ გამარჯვებულ „სოხუმს“ შეხვდა, ხოლო „რუსთავი“ – „ოლიმპს“. მატჩები საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით კი მეორე შეხვედრა.

„ოლიმპმა“, რომელსაც წინა სეზონთან შედარებით შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა. გუნდის ხელმძღვანელობამ აქცენტი ახალგაზრდებზე აიღო და შემადგენლობა მთლიანად 20-23 წლის მოთამაშეებით დააკომპლექტა. გუნდის სრულ შემადგენლობას ოქმში ნახავთ, აქ კი აღვნიშნავთ, რომ გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით სუპერლიგას ერთი სიმპათიური გუნდი შეემატა, რომლის ახალგაზრდებიც ლაღად, ჟინით და შემართებით თამაშობენ.

„ოლიმპმა“ „რუსთავთან“ 6 ქულით წააგო, მაგრამ თბილისელთა მწვრთნელი, გია კაზანჯიანი ნამატჩევს კმაყოფილი იყო. ოლიმპელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მთელი მატჩის განმავლობაში ტოლ-სწორად ეთამაშნენ ძლიერი შემადგენლობის „რუსთავს“ და ბოლო წუთებზე წააგეს. გამოცდილებამ თავისი გაიტანა – რუსთაველებმა დაიბრუნეს თავიანთი სკოლის გამოზრდილი მოთალაშეები: აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, გოგა ცეკვავა. ამასთან ქვემოქართლელებმა ამერიკელი ლეგიონერი ჰეიდენ ჰიუმსი დაიმატეს.

ამ შემადგენლობით რუსთაველებს შორსმიმავალი გეგმები აქვთ და დღეს დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს მებრძოლ „ოლიმპთან“ – 93:87. ბრძოლა არ დააკლო „სოხუმმაც“, მაგრამ გასული სეზონის სუპერლიგის ჩემპიონ „დინამოსთან“ ვერაფერს გახდა. სოხუმელები მატჩის მსვლელობისას დიდი სხვაობით აგებდნენ. შემართების ხარჯზე ბოლო პერიოდში ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ძალა და კლასი არ ეყოთ.

„დინამომ“ ლეგიონერები დაკარგა, თუმცა რამდენიმე ძლიერი ქართველი მოთამაშე დაიმატა და ფავორიტის სტატუსიც შეინარჩუნა. ბესო ლეჟავა, გიორგი გამყრელიძე, რიჩარდ მათიაშვილი, რევაზ დიდია… ამას დამატებული ახალგაზრდა მოთამაშეები და „დინამო“ დადიანის მემორიალის მოგების რეალურ კანდიდატად შეიძლება დასახელდეს.

ხვალ რუსთავში დუდუ დადიანის ტურნირის კიდევ 2 მატჩია. ოლიმპი – დინამო და რუსთავი – სოხუმი. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 3-დღიანია – 4 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და 1 წრის თავზე გამარჯვებული გამოვლინდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დინამო -სოხუმი   91:78 (32-15,16-14, 26-26,17-23)

ვაჟა კვარაცხელია, სოხუმის მთავარი მწვრთნელი:

– შედეგი მოსალოდნელი იყო. ჩვენი გუნდი არაა ისე მომზადებული, რომ ამ მატჩში წარმატება მოეპოვებინა. ეს ხომ სუპერლიგისთვის მოსამზადებელი თამაშებია და ჩვენც ამ კუთხით ვუდგებით. დღევანდელ მატჩში ჩვენს გუნდში მე აღმოვაჩინე 2 მოთამაშე, რომლებსაც ამ სეზონში დავეყრდნობი.

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:

– 10 დღეა შევიკრიბეთ და ესაა, რაც შევძელით. 20-30 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ თავი იჩინა გადაღლილობამ, სოლიდურმა ლიდერობამაც მოადუნა ბიჭები და მატჩის ბოლოს ცუდად ვითამაშეთ. ერთი თვე მაინც გვინდა, რომ ფორმაში შევიდეთ, მადლობა ბიჭებს, რომ მოიგეს.

რუსთავი -ოლიმპი  93:87 (24-27,29-22,19-20, 21-18)

გია კაზანჯიანი, ოლიმპის მთავარი მწვრთნელი:

– ბევრად გამოცდილ და ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. ჩვენთვის ეს იყო პირველი შეხვედრა და უნდა ვთქვა, რომ ბიჭებმა კარგად ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ და დაცვაში შეცდომები გვქონდა, მჯერა, რომ ეს გუნდი კიდევ მოუმატებს და მაყურებელს არაერთ საინტერესო თამაშს აჩუქებს.

მიხეილ ბერუაშვილი, რუსთავის მთავარი მწვრთნელი:

– დაძაბული მატჩი იყო, მე მგონი მაყურებელმა ისიამოვნა. რაც შეეხება თამაშს, პირველი შეხვედრა იყო, ბევრი შეცდომები დავუშვით და იმედი მაქვს, ხარვეზებს გამოვასწორებთ და უკეთეს ფორმაში შევხვდებით ჩემპიონატს.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა