დუგლას კოშტამ არიენ რობენს უპასუხა
მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეული დუგლას კოშტა არიენ რობენის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ფინტების კეთებას კვლავაც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ რობენმა ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლევერკუზენთან” მატჩში გაკეთებული ფინტის გამო გააკრიტიკა. ჰოლანდიელის თქმით, კოშტა უფრო ყურადღებით უნდა იყოს.
“რობენმა ჩემი ფინტის გამო გამაკრიტიკა? მის კეთებას ისევ გავაგრძელებ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავისფულება მომცა”, – უთხრა დუგლას კოშტამ ჟურნალისტებს.