დვალიშვილი იანზე: “ბოდიშის მოხდის მაგივრად, თავის გამარჯვებულად გამოცხადება სცადა”
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანსა და ალჯამეინ სტერლინგს შორის გამართულ ბრძოლს გამოეხმაურა.
როგორც იცით, შეხვედრა მე-4 რაუნდში იმის გამო შეწყდა, რომ რუსმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი გამოიყენა. ამის გამო, ის დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, ჩემპიონის ქამარი მერაბ დვალიშვილის მეგობარსა და თანაგუნდელს, სტერლინგს გადაეცა.
“მთავარია ალჯო კარგად არის, მეგობრებო… მან დაიმსახურა ჩემპიონობა… სამწუხაროდ, პიტერ იანმა კიდევ ერთხელ დაგვანახა არასპორტული საქციელი.
1. აკრძალული და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ილეთ გამოიყენა.
2. ბოდიშის მოხდის მაგივრად, თავის გამარჯვებულად გამოცხადება სცადა ბოლოს”, – წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
Aljamain Sterling is the NEW UFC Bantamweight Champion after this illegal knee disqualified Petr Yan #UFC259pic.twitter.com/lQ6ITgu9ip
— Spinnin Backfist (@SpinninBackfist) March 7, 2021