დვალიშვილი ქართველ ქომაგებს: “ეს ჩემი სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ცუდად წარმოჩენაა”
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა იმ გულშემატკივრებს მიმართა, ვინც მის მომავალ მეტოქე კოდი სტამანს პირად შეურაცხყოფას აყენებს.
მერაბმა საკუთარ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა:
“ძალიან ვთხოვ და მოვუწოდებ ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ჩემს მომავალ მეტოქეს შეურაცხყოფას აყენებს პირადულად და მით უმეტეს, მის ოჯახის წევრს ცუდად მოიხსენიებს. ეს არის ჩემი სირცხვილი და ეს არის ჩვენი ქვეყნის ცუდად წარმოჩენა.
ეს არის სპორტი, არაფერი პირადული არ გვაქვს. ბრძოლამდე ერთმანეთზე ქილიკი თუ საუბარი, ეს მოჩვენებითია, არაფერი სერიოზული არ არის და თქვენ ეს არ გეხებათ. არ გაქვთ იმის უფლება, რომ ჩემს მოწინააღმდეგეს ან ოჯახის წევრს პირადი შეურაცხყოფა მიაყენოთ. ძალიან ცუდი ფაქტია. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის. აქამდეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. ზოგმა ინტერვიუ ჩამოართვა ჩემს მოწინააღმდეგეს და შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენა, რომ მერაბი ასე გიზამს, ისე გიზამს. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ასეთი რამ არ გააკეთოთ. მადლობა ყველას და ცოტა მეტად ჭკვიანურად ვიმოქმედოთ”, – განაცხადა დვალიშვილმა.