ძაგნიძე მერვეა, ანამ მარია მეორეზე გადაისროლა
საჭადრაკო სამყაროში ძალიან ხშირად ხდება, რომ ბოლო ტურის პარტიებს მოჭდრაკეები მალე ამთავრებენ და ყაიმზე თანხმდებიან. დაახლოებით ასე მოხდა მონაკოში მიმდინარე გრან პრიზე, სადაც ბოლო ტურის 6 პატიაში 4 ყაიმით დასრულდა და მხოლოდ 2 მოჭადრაკემ ითამაშა მოგებაზე.
აქედან ერთ–ერთი ნანა ძაგნიძე იყო, რომელმაც გრან პრის ეს ეტაპი აშაკარად ჩააგდო. ჩვენებურს არ სურდა ფინალიც იგივე ჰქონოდა და ძალიან სუსტ ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰთან მოგების გარდა სხვა შედეგზე ეფიქრა. ასეც მოხდა: ნანამ ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, საბოლოოდ 5 ქულა დააგროვა, მაგრამ მე–8 ადგილს ვერ გასცდა.
მეორე მოჭადრაკე რომელმაც მოგებაზე ითამაშა უკრაინელი ანა მუზიჩუკი იყო, რომელმაც კონერუ ჰუმპი დაამარცხა. მოგებას თავად ანასთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბოლოსწინა ადგილს მაინც ვერ გასცდებოდა, აი, მისი დისთვის, მარია მუზიჩუკისთვის კი ჰქონდა. სწორად ანას მოგებამ ჰუმპისთან და მარიას ყაიმმა ალმირა სკრიპნიჩესკონთან უფროსი მუზიჩუკი მეორე ადგილზე გაიყვანა. პირველზე ცხადია ჩინელი იფან ჰოუ დარჩა, ხოლო მესამეზე ჰუმპი გავიდა.