“ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა ტრავმებმა, უკვე დროა” – ჯანო ანანიძე განცხადებას ავრცელებს

თარიღი: აპრილი 29, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერის დასრულების შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს.

“მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ, ჩემი ქვეყნის ნაკრებში”. ეს სიტყვები მაშინ ვთქვი, როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ განიხილებოდა.

მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებშიც გატარებული თითოეული წუთი, ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა.

დღეს არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე, კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემ ოჯახთან ერთად მივიღებ. ვიდრე მთავარ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ბევრი რამ აღვნიშნო, ბევრი გავიხსენო და ბევრი მადლობა გითხრათ ყველას ერთად, ვინც ჩემი კარიერის მანძილზე, წარმატებისა და წარუმატებლობის დროსაც კი ჩემ გვერდით იდექით. აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრა ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშეშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკვილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასოდეს დამიშურია ძალა და ენერგია იმისთვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრების სიამოვნებისათვის და ეს თქვენი გვერდში დგომის გამო ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი მოვალე ვიქნები. ამ ყველაფრის ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულიც მოვიპოვე, მაყურებლის ტაში და სიყვარულიც დავიმსახურე და საკუთარ თავზე ბევრჯერ შევიგრძენი ის გრძნობა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეედრება. ეს ყველაფერი მართლა ძალიან დამაკლდება, თუმცა ვთვლი, რომ უკვე დროა” – წერს ჯანო სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პრიმერადივიზიონი ჩივილს აპირებს

“პარი სენ-ჟერმენში” კილიან მბაპეს დარჩენის ფაქტს ესპანური ფეხბურთი, როგორც ჩანს, მშვიდად არ შეხვდება. COPE-ს ცნობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგის”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა შეადარა და აღნიშნა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” მბაპეს ასტრონომიულ თანხას გადაუხდის

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომელსაც მხარი Eurosport-მა და Sky Sport-მაც აუბეს, კილიან მბაპე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოლო ვარჯიში კარგ ხალხთან ერთად” – რა ფოტოს აქვეყნებს მამარდაშვილი?

გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მეკარეებთან და მეკარეების მწვრთნელებთან ერთად ფოტოს შემდეგ წარწერას აქვეყნებს. “ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიას” ფანები მამარდაშვილის დარჩენას კატეგორიულად მოითხოვენ! 70 მილიონი?

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდს ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად 70 მილიონი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიაში წლის საუკეთესონი დაასახელეს

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დასახელდნენ: საუკეთესო მეკარე: მაიკ მენიანი (“მილანი”); საუკეთესო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო

მილანის “ინტერმა” ჰენრიხ მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძურიმ” ამ კვირაში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას 2023 წლის სუპერთასის ყაზანიდან გადატანა სურს

ავტორიტეტული სპორტული ტელეარხი ESPN იუწყება, რომ შესაძლოა, უეფას 2023 წლის სუპერთასის მასპინძელი ქალაქი შეიცვალოს. ორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლის ვრცელი ინტერვიუ, თუ რას ელის ფეხბურთელებისგან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 24 მაისს უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ივნისში დაგეგმილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქელთაძე ქვილითაიას ნაცვლად – იძულებითი ცვლილება ნაკრებში

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იძულებითი ცვლილება განხორციელდა და გიორგი ქვილითაიას ნაცვლად სანიოლმა ბექა მიქელთაძე გამოიძახა. ქვილითაიამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო ფორლანი – კაცი, რომელმაც ჯაბულანი მოათვინიერა (ვიდეო)

გუშინ დიეგო ფორლანი 43 წლის გახდა და ბევრ გულშემატკივარს მისი თამაში ნაკლებად ახსოვს. ფორლანი 2010 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრიკ ვიეირას დაპირისპირება “ევერტონის” ფანთან (ვიდეო)

19 მაისს, ინგლსისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” 3:2 დაამარცხა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აი, რაში სჯობია სანიოლი ვაისს ასჯერ! – ფრანგი მწვრთნელის 3 სწორი გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული ლიგიდან ივნის მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა. ხვიჩა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰამბურგმა” “ჰერტას” მოუგო – ჩაკვეტაძე კვლავ სკამზე დარჩა

ბუნდესლიგის პლეი-აუტში ერთმანეთს ბერლინის “ჰერტა” და “ჰამბურგი” უპირისპირდებიან. პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ მორჩა და [&...
წაკითხვა