ძალიან დიდი ამბები “ტორპედოში” – შენგელია, ახვლედიანი, 7 მილიონი
ქუთაისის “ტორპედოში” სპონსორის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად პოზიტიურად იცვლება და გუნდში ძალიან დიდი სიახლეებია.
“ტორპედოში” ბრუნდებიან როინ კვასხვაძე და მათე ცინცაძე. კლუბს “დინამო თბილისიდან” შეუერთდება იჯარის წესით თავდასმხმელი თორნიკე ახვლედიანი და გორის “დილადან” ნახევარმცველი ლევან წოწონავა. შესაძლოა, დაბრუნდეს ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი რაფაელ ჩუკვურა.
“ტორპედოსთან” ერთად ვარჯიშობს ლევან შენგელია, სამწვრთნელო შტაბს მისი დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ შენგელია საზღვარგარეთ აპირებს წასვლას.
“ტორპედოს” ყიდვის აუქციონი თვის ბოლოს გაიმართება და მასში მონაწილეობას დავით კერესელიძის “ნიუ ვიჟენი” და აიეტ კუკავას “ალიანს ჰოლდინგ ჯგუფი” მიიღებენ. კუკავას განცხადებით, ის რამდენიემ წელიწადში მინიმუმ 7 მილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს.