ძალოსანთა ევროპული წარმატება
3-10 ოქტომბერს კლაიპედაში (ლიტვა) ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 20 და 23 წლამდელთა შორის. ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი 1 ოქროს, 7 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ეს არის საუკეთესოშედეგი ქართული ძალოსნობის ისტორიაში. წარმატებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. იდეალურად იმუშავა სამწვრთნელო გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით.
ძალიან კარგად დაიგეგმა სავარჯიშო-მოსამზადებელი ციკლი, რაზეც ძალოსნობის ფედერაციის ახალმა შემადგენლობამ იმუშავა.
მწვრთნელთან ერთად, მოტივირებული იყო ყველა სპორტსმენი და როგორც ასანიძე აცხადებს, რამდენიმე მათგანი მალე ძირითად ნაკრებში გადავა.
გადავიდეთ უშუალოდ, ევროპის ჩემპიონატის ჩვენთვის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებზე.
23 წლამდელებში რამინ შამილიშვილმა ატაცში 120 კილოგრამით პირველი ადგილი აიღო და შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე, ორჭიდში მეორე ადგილი (262) დაიკავა და მესამეზე გავიდა აკვრაში (142).
გიორგი ლომთაძემ (23 წლამდელებში) ატაცში ვერცხლის (147) და აკვრაში (175) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ორჭიდში ლომთაძე (322) ასევე მესამე ადგილზე გავიდა.
20 წლამდელებში, აკვრაში მესამე ადგილზე გავიდა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე (161კგ).
20 წლამდელებში ირაკლი გაბრიჭიძემ (77კგ) ატაცში 145 კილოგრამი აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.
სამი მედალი ერგო ლონგინოზ ბრეგვაძის გამოსვლა. გარდა ატაცში მოპოვებული ვერცხლისა (157 კგ), მან აკვრაში 192 კგ-ით იგივე სინჯის მედალი მოიპოვა და საერთო ჯამში (ორჭიდში) 349 კგ-ით ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.
გიორგი ჩხეიძემ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 20 წლამდე იუნორთა შორის იასპარეზა. ატაცში, პირველ მოძრაობაში 164 კგ ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკვრაში კი 201კგ აჩვენა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ორჭიდის ჯამში 365 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.
გოგონებში, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა თათია ლორთქიფანიძე, რომელმაც ატაცში 79 და აკვრაში 97 კილოგრამი აჩვენა და ორჭიდში 176 კილოგრამით მეხუთე ადგილი აჩვენა.
წინ არის მთავარი ტურნირი, სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ჰიუსტონში გაიმართება. ამ ტურირზე საქართველოს ნაკრები სულ მცირე, სამ ლიცენზიას გეგმავს.