ძალოსნობა: მზადება იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის (ვიდეო)

თარიღი: მარტი 23, 2016

2016 წლის 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისი იუნიორ ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელების პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ფედერაციის მესვეურები შეხვდნენ.

„შარშან, თბილისში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა – იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაგვრთო. ჩვენ სიხარულით მივიღეთ ეს გამოწვევა და მჯერა, იმ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც ჩვენს ფედერაციაშია შეკრებილი, ამ მართლაც უმაღლესი დონის ტურნირსაც სათანადოდ ვუმასპინძლებთ. საქართველოში ძალოსნობაში ასამდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, თუმცა სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ მიუხედავად ამ მოკრძალებული რიცხვისა, შარშან სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე 35 მედალი მოვიპოვეთ! მჯერა, არც იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე შევირცხვენთ თავს. აქვე მსურს 87 წლის იუბილე მივულოცო ჩვენს სახელოვან ძალოსანს ბატონ რაფაელ ჩიმიშკიანს, ჯანმრთელობა, მხნეობა და ახალგაზრდა სპორტსმენთა სამაგალითოდ კიდევ დიდხანს დღეგრძელობა ვუსურვო”, – განაცხადა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უერთდება ბატონ კახის მილოცვას და დაბადების დღეს ულოცავს ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ერთ-ერთ პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ბატონ რაფაელ ჩიმიშკიანს! რაც შეეხება თბილისში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს, ვიმედოვნებ, ეს ტურნირი ისევე მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული, როგორც ევროპის შარშანდელი პირველობა, რომელიც „ევროსპორტის” ეთერით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა. ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ერთ-ერთი გამორჩეული ფედერაციაა და დარწმუნებული ვარ, ძალოსანთა ძლიერი გუნდი ამოცანას თავს კარგად გაართმევს”, – განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა დამსწრეთ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მოსამზადებელი სამუშაოები და საინტერესო დეტალები გააცნო. მისი თქმით, ტურნირს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, სპორტსმენები კი დიღომში, ფრენბურთის დარბაზში ივარჯიშებენ. ზურაბ ბოქოლიშვილის თქმით, ტურნირის ბიუჯეტი მილიონ 100 ათასი ლარია, პროგრამა კი უკვე დეტალურადაა გაწერილი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ – IWF – იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის თბილისში გამართვა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებაზე, როგორც უკვე ითქვა, დადებითად იმოქმედა შარშან თბილისში უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეჯიბრება პოპულარულმა სპორტულმა არხმა „ევროსპორტმა” პირდაპირ ეთერში 40 საათის განმავლობაში გააშუქა.

25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, თუმცა ოფიციალური შეხვედრები 21 ივნისიდან დაიწყება: 21 ივნისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სხდომა შედგება; 22-23 ივნისს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, 24 ივნისს კი საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი.

რაც შეეხება რაფაელ ჩიმიშკიანს, ერთ-ერთი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დღეს 87 წლის გახდა. ჩემპიონის ტიტული მან 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მოიგო. 1954 და 1955 წლებში ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1950, 1952, 1954, 1955, 1956 და 1957 წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1951 წელს რაფაელ ჩიმიშკიანი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული გახდა, 1949, 1951, 1954, 1955 და 1960 წლებში კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. სხვადასხვა დროს მან 11-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის გრან სლემზე

24-26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბის გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს უკვე ფიასკოა, ლოთო” – ხაბიბისა და კონორის მორიგი დაპირისპირება სოცია

19 ოქტომბერს, UFC-ის მებრძოლები – კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთმანეთს სოციალურ ქსელ Twitter-ში დაუპირისპირდნენ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საოცარი ილეთი! ახალკაცმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხა (ვიდ

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 18 ოქტომბერი ქართველებისათვის წარმატებული გამოდგა. 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

27 წლის ამერიკელი მოკრივე რინგზე მიღებული ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

ცნობილი ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პატრიკი ჩარლზ კონველთან ბრძოლისას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ მიულოცეს ტოჩინოშინს დაბადების დღე თანაგუნდელებმა (ვიდეო)

13 ოქტომბერს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი 32 წლის გახდა. ცხადია, მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეტრ ჩეხის დებიუტი ჰოკეის კლუბში (ფოტო, ვიდეო)

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” ყოფილ მეკარეს, პეტრ ჩეხს ჰოკეიში დებიუტი ჰქონდა. ჩეხმა სპორტსმენმა კონტრაქტი ინგლისის [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘ვერ დავუშვებთ გამონაკლისს’ – საგინაშვილს სპორტის მართვისა და განვითარებ

წარმატებული ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორი ხაბიბს: “მოდი, მოსკოვში ვიცეკვოთ, პატარავ”

MMA-ს მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ერთი წლის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა გააკეთა ქართველმა სუმოისტმა ფინალში რუსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

უნგრეთში მიმდინარე სუმოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 18-წლამდე სპორტსმენებს შორის, აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალში ზურა წიქორიძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

აწევს თუ არა ლაშა ტალახაძე ლარის კურსს? – მსოფლიო ჩემპიონის პასუხი (ვიდეო)

28 სექტემბერს საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ბევრი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე და ბრენდონ დევისი ერთმანეთის პირისპირ (ვიდეო)

28 სექტემბერს UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგება. ქართველი მებრძოლი კოპენჰაგენში ამერიკელ ბრენდონ დევისს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლამდე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობას?

ცნობილი ირანელი ძალოსანი ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მიერ ტაილანდში მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონობას გამოეხმაურა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

27 სექტემბერს, ტაილანდში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანის გუნდის პირველი მოგება

რუმინეთის ხელბურთის ჩემპიონატში 4 ტური გაიმართა და მხოლოდ მეოთხეში მოიგო პირველი მატჩი შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “ეს ჩემი მომდევნო დიდი მიზანია!”

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა […]...
წაკითხვა