ძარიანი ავტომობილებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატის სეზონი საქართველოში გაიხსნება (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 3, 2017

2 აპრილს საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის – TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება.

ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TCR Touring Car Racing-ის დირექტორი, მარჩელო ლოტი ეწვია.

ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, შსს-ს სპორტული კლუბის – MIA FORCE-ის წევრი, მსოფლიო ჩემპიონი და შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიის სახე – დათა ქაჯაია, TCR International-ის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შსს-ს სპორტული კლუბის – MIA Force-ის ახალი პრეზიდენტი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძემ და მარჩელო ლოტიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.

ხელმოწერის ცერემონიაზე შს მინისტრმა TCR International-ის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„საქართველო ყოველთვის განებივრებული იყო ოლიმპიური ჯილდოებითა და სხვადასხვა ხარისხის მედლებით. თუმცა, არცთუ ხშირად გვქონდა იმის საშუალება, რომ გვემასპინძლა მაღალი რანგის სპორტული ასპარეზობისთვის. და ახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და მისი სპორტული კლუბის დიდი ძალისხმევის შედეგად, ავტოსპორტის ვარსკვლავებს ქართულ ავტოდრომზე, მაღალი კლასის შეჯიბრებაზე ვიხილავთ. ეს იქნება კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. საქართველო უმასპინძლებს ავტოსპორტით დაინტერესებულ ტურისტებს და მიმზიდველი ქვეყანა გახდება სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც. გარდა ამისა, ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ არჩევანი გააკეთონ ჯანმრთელი და წარმატებული მომავლის სასარგებლოდ“.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

შსს-ს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

როგორ უპასუხა ალეკსანდრ უსიკმა რუსის პროვოკაციულ კომენტარს Instagram-ში (ფოტო)

23 აგვისტოს უკრაინაში უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ციციშვილი” – სტეფანოს ციციპასის ფოტო სოციალურ ქსელში

მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა, ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ნიუ იორკში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დასრულების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ დღეს ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ დღეს, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ატაცში 219 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოში 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორების ცნობით, ტოკიოში დაახლოებით 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან. „ოლიმპიური […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების მესამე მოგება

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო – 22-21 დაამარცხა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილის იპონი ზაგრების გრან პრიზე საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გელა ზაალიშვილის მიერ ზაგრების გრან პრის ფინალში შესრულებული ილეთი ტურნირის საუკეთესო იპონად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზუსტად 3 წლის წინ: ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი მეტოქის დამარცების შემდეგ (ვიდეო)

2016 წლის რიოს ოლიპიურ თამაშებზე 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იასპარეზებს თუ არა ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე – საფრანგეთის განაცხადი ცნობილია

ორშაბათს საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის განაცხადი წარადგინა. ფრანგები ტოკიოში გასამართ მსოფლიო პირველობაზე [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის საქართველოს ნაკრების განაცხადი წარადგინა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები მსოფლიო [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთ ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტალახაძისა და თურმანიძის რეაქცია, როცა მათ PES-ის თამაშისას ტელევიზორი გაუთიშეს (ვიდეო)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ის ლაშა ტალახაძესა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბექა ღვინიაშვილის საქციელი მას შემდეგ, რაც იაპონელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე, 90 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი იაპონელ ნაგასავას დაუპირისპირდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა (ვიდე

28 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში რუსი […]...
წაკითხვა