ძიუბა მიკოლენკოზე: “მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ”
რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და სანკ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი, არტიომ ძიუბა უკრაინელი ფეხბურთელის, ვიტალი მიკოლენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას მცირე კომენტარით გამოეხმაურა.
რა განაცხადა მიკოლენკომ?
1 მარტს, 22 წლის უკრაინელმა სოციალური ქსელის საშუალებით რუსეთის ნაკრებისა და “ზენიტის” თავდამსხმელს, არტიომ ძიუბას Instagram-ის საშაულებით მიმართა.
“არტიომ ძიუბა, ბო*ო, სანამ შენ და შენი ნაგავი თანაგუნდელები ჩუმად ხართ, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. მთელ ცხოვრებას საპყრობილეში გაატარებ, რაც მთავარია, შენს შვილებთან ერთად. და, მე ამით მოხარული ვიქნები. არასოდეს გაპატიებთ, ქათმებო!”
ძიუბას პასუხი
Instagram-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა (სავარაუდოდ რუსმა), მიკოლენკოს განცხადების ამსახველ ერთ-ერთ პოსტზე არტიომ ძიუბა მონიშნა: “უპასუხე ამ “ევერტონელ” ბიჭს, ის ინგლისში ძალიან ბევრს ლაპარაკობს.”
ძიუბა მას მალევე გამოეხმაურა: “მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ.”
შეგახსენებთ, რომ დღეს რუს ფეხბურთელებს კიდევ ერთმა უკრაინელმა მიმართა. სოციალურ ქსელში განცხადება ანდრეი იარმოლენკომაც გაავრცელა.