ძიუბა: “თანაბარი თამაში იყო, დანია ჩვენი დონის გუნდია”
რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, არტემ ძიუბამ დანიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდებს შორის თანაბარი თამაში მიდიოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი დანიასთან 1:4 განადგურდა და B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
“გუნდის საუკეთესო გამთამაშებელი მეკარე ვერ იქნება. ჩვენ ყველა პასს მეკარეს ვაძლევდით. თუ ბელგიის ნაკრები ჩვენზე უფრო მაღალი დონის გუნდია, მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დანია დაახლოებით ჩვენ დონეზეა. ეს სულელური გოლი რომ არა…
ყველასათვის ნათელია, რომ თანაბარი თამაში იყო, უბრალოდ ისინი ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდნენ. გეტყვით, რომ თუ ასეთ თამაშში ერთ გოლს გაიტან, მატჩი 1:0 დასრულდება, მაგრამ აქ სულ სხვა რამ მოხდა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეტანა, გოლი აქეთ გავუშვით”, – განაცხადა ძიუბამ რუსულ მედიასთან საუბარში.