ძიუბა ვიდაზე: “მინდოდა, ის მიწაზე დამეხეთქებინა”
7 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებმა რუსეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მცველმა და ერთ-ერთმა მწვრთნელმა გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს.
“დიდება უკრაინას! ეს გამარჯვება “დინამოსა” და უკრაინას ეძღვნება”, – ამბობდნენ ხორვატები ვიდეომიმართვაში. ვიდასა და ვუკოევიჩის ამ სიტყვებს რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი, არტიომ ძიუბა გამოეხმაურა.
“ხორვატებმა თავიანთი ბრძოლისუნარიანობით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ყველა ფიქრობდა, რომ ინგლისი მათ დაამარცხებდა, მაგრამ ხორვატიამ გაიმარჯვა. თუმცა, რაც შეეხება ვიდასა და ვუკოევიჩის ვიდეოს… ამ ვიდეოს ავტობუსში ვუყურე და ძალიან გავღიზიანდი. ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო – მინდოდა, ვიდასთან მივსულიყავი და მიწაზე დამეხეთქებინა. მაგრამ, ამის შემდეგ სიტუაცია ცოტათი დამშვიდდა. ხორვატებმა მოიბოდიშეს, ჩემი სიბრაზეც გაქრა. ვიდამ არ იცოდა, რას აკეთებდა”, – ციტირებს ძიუბას სიტყვებს RT.