ძიუდოსიტების კიდევ ორი ოქრო ავსტრიიდან
ქართველი ძიუდოისტებისთვის უფრო ნაყოფიერი გამოდგა ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. მართალია, დღეს ჩვენმა სპორტსმენებმა უფრო ნაკლები მედალი აიღეს, მაგრამ ხარისხით იყო უკეთესი. ჩემპიონები გახდნენ ბექა ღვნიაშვილი (90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100).
ღვინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ბერძენი იოანის პანაჯიტოპულოსი, ესტონელი მატიას კუუსიკი, გერმანელი ედუარდ ტრიპელი, ლიტველი როკას ნენარტავიჩუსი იპონ–იპონ დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ფალავანი გერმანელ დავიდ ტეკიჩს შეხვდა, მასაც ვადაზე ადრე დაუმთავრა საქმე და ოქროს მედალი მოიპოვა.
გურამ თუშიშვილმა უკრაინელი ნოდარ მაჭუტაძე, რუსი ტამერლან ბაშაევი, ისრაელის წარმომადგენელი ვიაჩესლავ ობედინი, რუმინელი მირცეა ჩიოტურო დაამარცხა სუფთად. ფინალში კი რუს რუსლან შახბაზოვს შეხვდა, რომელსაც ერთ წუთში 2 იუკო და ვაზარი აართვა, მაგრამ ამას არ დასჯერდა და მორიგი გდებით სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
დღესვე ლევან გუგავამ (81) პოლონელი ალექსანდერ ვრონა გაფრთხილებებით დაამარცხა, მაგრამ შემდეგ სუფთად წააგო ბელარუს ვიქტორ კლავისაუსთან.
კობა მჭედლიშვილმა (81) ავსტრიელი პატრიკ განსიმაიერი სუფთად და ასეთივე მარცხი იწვნია ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტთან
დავით რამაზაშვილმა (90) კი, პირველსავე წრეში მიხაილ იგოლნიკოვთან ვაზარით წააგო.
ხვალ გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.