ედეგორი: “ძალიან ბედნიერი ვარ”
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარტინ ედეგორმა “სამეფო კლუბში” თავის დებიუტზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ბედნიერია.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” ანგარიშით 7:3 დაამარცხა. ნორვეგიელი ფეხბურთელი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, მან რონალდუ შეცვალა.
“ჩემთვის, სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში განსაკუთრებული რამ იყო. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ცხადია, ვნერვიულობდი, მაგრამ შევეცადე, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა”, – უთხრა ედეგორმა “რეალის” ტელევიზიას.