ედენ აზარი: “ვოცნებობ, რომ ჩემი მწვრთნელი ზიდანი იყოს”
ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ედენ აზარის ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, რომ მას მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზინედინ ზიდანი წვრთნიდეს.
“ყველამ იცის, რომ ზიდანი ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. მას, როგორც მოთამაშეს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ხოლო, ახლა კი იგი, როგორც მწვრთნელი, ჩემთვის ძალინ პატივსაცემია. ოცნებაა, რომ მან გამწვრთნას. არ ვიცი რა იქნება მომავალში, იმედია, ეს ნათქვამი რეალობად იქცევა. თუმცა, ახლა “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”
“ლონდონურ კარიერაში კიდევ ბევრი რამეა მოსაგები და მისაღწევი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ აქაურ ცხოვრებასა და წარმატებებისკენ სწრაფვაზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს ბელგიელი.