ედენ აზარმა იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა
ლონდონის “ჩელსის” შემტევმა, ედენ აზარმა იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა. “არისტოკრატების” ბელგიელმა ლეგიონერმა სპეციალურად “ფრანს ფუტბოლისათვის” სხვადასხვა ფეხბურთელების საუკეთესო თვისებები დაასახელა.
სესკ ფაბრეგასის მოედნის ხედვა: “მასთან ერთად მითამაშია და ვიტყოდი, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო მოედნის ხედვა აქვს.”
კრისტიან ბენტეკეს თავით თამაში: “ეს ჩემი სუსტი წერტილი არ არის, უბრალოდ, დაბალი ვარ.”
კრისტიან ერიქსენის საჯარიმოს შესრულება: “დღესდღეობით, საჯარიმოების შესრულებაში სწორედ ერიქსენს გამოვარჩევდი.”
ჯონ ტერის ლიდერის თვისება: “ჯონ ტერი ის ადამიანია, რომელსაც გუნდის ორგანიზება შეუძლია. ის ყოველთვის ყველას ამხნევებდა.”
ედენ აზარის სისწრაფე: “სისწრაფე ჩემი ერთ-ერთ პლუსია, რაც დედაჩემისა და მამაჩემის დამსახურებაა.”
სხვა კომპონენტები – ლუის სუარესის შესრულების უნარი, კარიმ ბენზემას უბურთოთ მოძრაობა, რონალდუს ფიზიკური სიძლიერე, ანდრეს ინიესტას კლასი.