ედი ჰაუს “ბორნმუთმა” “ჩელსის” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში “ბორნმუთმა” საკუთარ კედლებში ლონდონის “ჩელსი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა იმის მიუხედავად, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში “არისტოკრატები” ფლობდნენ უპირატესობას.
შეხვედრის პირველ ნახევარს ძირითადად დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, ბურთს “ჩელსი” ფლობდა, თუმცა “ალუბლების” შეტევები უფრო მწვავე ხასიათს ატარებდა. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.
ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გახსნა კინგმა, რომელმაც მეტოქეთა დაცვაში არსებული არეულობით ისარგებლა. რამდენიმე წუთში კინგის გადაცემა გოლად ბრუქსმა აქცია. 74-ე წუთზე კინგმა დუბლის გაფორმება შეძლო, საბოლოო ანგარიში კი დანიელსმა დააფიქსირა შეხვედრის მეხუთე დამატებულ წუთზე.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 24 ტურის შემდეგ “ჩელსი” 47 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, “ბორნმუთი” კი 33 ქულით – მეათეს. მომდევნო ტურში “ჩელსი” ბოლოადგილოსან “ჰადერსფილდს” მიიღებს, “ბორნმუთი” კი “კარდიფს” ეწვევა.