ედინ ჯეკო, შესაძლოა, ზამთარში პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს

თარიღი: ნოემბერი 21, 2019

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ბოსნიელი ფეხბურთელის დამატებით ოლე-გუნარ სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედი” არის დაინტერესებული.

როგორც უკვე გაცნობეთ, “ოლდ ტრაფორდელებს” “იუვენტუსის” ხორვატი თავდამსხმელის, მარიო მანძუკიჩის, ტრანსფერის განხორციელება სურდათ, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მიმდინარე სეზონში ედინ ჯეკოს ანგარიშზე სერია A-ს 12 მატჩში გატანილი 5 გოლია დაგროვებული.

მსგავსი სიახლეები