ედინსონ კავანი თავისი გოლიდან 60 წამში მოედნიდან გააძევეს
17 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ლენსას” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში 55-ე წუთზე, ედინსონ კავანიმ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:3).
აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლიდან 60 წამის გასვლის შემდეგ, ურუგვაელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს და ეს ყოველივე გოლის აღნიშვნის გამო მოხდა.