ეგვიპტელი არქეოლოგი: “მაპატიეთ, მაგრამ მესი იდიოტია”

თარიღი: მარტი 8, 2017

ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ეგვიპტეს სტუმრობდა, სადაც საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელ ფეხბურთელს ცნობილი ეგვიპტელი არქეოლოგი ზაჰი ჰავასი შეხვდა, რომელმაც მოგვიანებით მესისთან შემდგარი ამ ხანმოკლე ურთიერთობის შესახებ არცთუ სასიამოვნო კომენტარი გააკეთა.

“მაპატიეთ, მაგრამ მესი უბრალოდ იდიოტია. მასთან ერთად პირამიდებთან ნახევარი საათი დავყავი. ვიფიქრე, მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ მას პირამიდების შესახებ ვესაუბრებოდი, რადგან მესის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს. საუბრის პროცესში მის სახეზე არავითარი ემოცია არ აღიბეჭდა. იგი ვერაფრით დავაინტერესე.

ამ საუბრის დროს მისთვის ყველაფერი უინტერესო იყო. მე მას პირამიდებისა და უძველესი დროის მონარქების შესახებ ვუყვებოდი, მაგრამ მესის არავითარი რეაქცია არ ჰქონდა, იდიოტივით იდგა. იგი ძალზედ თავაზიანად იქცეოდა, მაგრამ, ალბათ, ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებს”, – ციტირებს ზაჰი ჰავასის სიტყვებს “ასი”.

მოგვიანებით ეგვიპტელმა არქეოლოგმა შეურაცხმყოფელი ეპითეტის გამო მოიბოდიშა:

“მესისა და მის ფანებს ამ გაუგებრობისთვის ბოდიშს ვუხდი”.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ეგვიპტეში ყოფნის დროს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ინგლისურად ფრაზის – “მე მიყვარს ეგვიპტე” – თქმა იუარა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პუიოლი: “თუ კასილასი დამირეკავს, მოვუსმენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მხარეს ვიქნ

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მას იკერ კასილასთან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერზე “ბარსელონას” გვერდები კიდევ ერთხელ გატეხეს

ტვიტერზე კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური გვერდები კიდევ ერთხელ გაყიდეს. ჰაკერული შეტევა შაბათს საღამოს განხორციელდა, მას შემდეგ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის ლა ლიგაში ბოლო ექვსი წლის ყველაზე ცუდი სერია აქვს

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ხეტაფეს” დამარცხება შეძლო. შეხვედრაში ლეო მესიმ თავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაგელსმანმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი “რეალის” გაწვრთნაზე

“რედ ბულ ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მადრიდის “რეალისგან” წინადადება მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი: “მოგვიწევს, რომ რიგ შემთხვევებში მესი დავასვენოთ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინისიუსი: “აზარი ჩვენსავით, ბრაზილიელებივით, ხუმრობს”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა, პრესასთან საუბრისას ედენ აზარის თემას შეეხო, რომელიც “ბლანკოსს” გას...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტი კასორლამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

“ვილიარეალის” ნახევარმცველმა, სანტი კასორლამ განაცხადა, რომ ხუან რომან რიკელმე საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაპელომ “ბარსელონას” პრობლემა დაასახელა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ წლევანდელ სეზონში “ბარსელონას” პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, კატალონიელები ძირითადად ლიონე...
წაკითხვა
ფეხბურთი

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი ფეხბურთში

ბევრისთვის უცნაურია, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი არც სერხიო რამოსია და არც ვირგილ ვან დეიკი. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო იერო: “რამოსი უბრალოდ ექსტრაორდინარულია”

ფერნანდო იერომ მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსზე აღტაცებულმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ “ოსასუნასთან” ჩატარებული შეხვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:1...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი: “რა თქმა უნდა, ახალი თავდამსხმელი გვჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი აღიარებს, რომ გუნდში თავდამსხმელების ნაკლებობაა. ლუის სუარესისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდომ დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომელთა თამაშის ყურება სიამოვნებს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ დაასახელა ის ხუთი ფეხბურთელი, რომელთა თამაშის ყურებაც მას ამჟამად ყველაზე მეტად […]...
წაკითხვა