ეგვიპტის ნაკრების 45 წლის მეკარემ საუდის არაბეთთან პენალტი მოიგერია (ვიდეო)
25 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფის ბოლო შეხვედრები გაიმართა.
მატჩის 41-ე წუთზე საუდის არაბეთმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. დარტყმა ალ მუვალადმა შეასრულა, თუმცა ბურთი ეგვიპტელთა კაპიტანმა, 45 წლის მეკარემ, ესამ ელ ჰადარიმ მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ელ ჰადარი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც მუნდიალზე უთამაშია.