ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “რეალი” სალაჰის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება”
ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჰანი აბო რიდა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზაფხულში მუჰამედ სალაჰის გადაბირებას შეეცდებიან.
“რეალი” სალაჰს ოფიციალურ წინადადებას ზაფხულში გაუკეთებს. თუმცა, სალაჰი ამჟამად მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზეა კონცენტრირებული.
რა თქმა უნდა, თუ ეგვიპტელი ფეხბურთელი ისეთი დონის კლუბში ითამაშებს, როგორიც მადრიდის “რეალია”, ეს ეგვიპტურ ფეხბურთზე უდიდეს გავლენას იქონიებს,” – აცხადებს აბო რიდა.
როგორც იცით, “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ 25 წლის მუჰამედ სალაჰი შეუჩერებელია და ამ დროისთვის მის ანგარიშზე გაკეთებულ 7 საგოლე გადაცემასთან ერთად 24 გატანილი გოლია.