“ეიბარმა” მადრიდის “რეალი” გაანადგურა (ვიდეო)
მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ახალი ენერგიით დამუხტული მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩში “ეიბარს” ეწვია. მართალია, გულშემატკივრები “თეთრების” გამარჯვებას ელოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცაღა მასპინძლების შეტევა უფრო მწვავე აღმოჩნდა და შეხვედრის მე-16 წუთზე ბურთი კეილორ ნავასის კარში ესკალანტემ გაახვია.
შესვენებამ, როგორც ჩანს, “რეალზე” მეტად “ეიბარის” ფეხბურთელებზე იმოქმედა – თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში ჯერ ენრიხმა შეძლო ბელგიელი მეკარის კარის აღება (52′), შემდეგ კი კიკემ გაიტანა თავისი გოლი (57′) და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ასე რომ, “რეალს” პრობლემები კვლავაც არ ელევა, “ეიბარმა” კი არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა ლა ლიგის მატჩში “ბლანკოსი”. ამ დროისთვის “რეალი” 20 ქულით მეექვსე ადგილზეა, “ეიბარი” 18 ქულით – მეშვიდეზე.