ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?
25 წლიანი კარიერის შემდეგ ჰოვარდ ვებმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 43 წლის მსაჯმა 2010 წლის მსოფლიო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლებოდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” კონკურენტი გრანდების ფანები მას ხშირად აკრიტიკებდნენ და “წითლების” მიმართ მიკერძოებულობაში სდებდნენ ბრალს. წლების განმავლობაში იქმნებოდა ფოტოები, სადაც ჰოვარდი “იუნაიტედის” ფორმაში იყო გამოწყობილი. არის “ლივერპულის”, “სიტის”, “ჩელსის” და სხვა კლუბის ფანების ბრალდებები სამართლიანი? გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კითხვაზე ნაწილობრივი პასუხის გასაცემად.
ვებმა “იუნაიტედის” 47 მატჩში იმსაჯა, აქედან 29 მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა. მათ წააგეს 12 შეხვედრა და ფრედ ითამაშეს 6 – ეს ყველაფერი 10 სეზონის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, “იუნაიტედმა” ხუთჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი. თითო სეზონში, ჰოვარდი საშუალოდ 7-ჯერ მსაჯობდა “წითლების” შეხვედრებში.
როგორც ფოტოზე ხედავთ, 2010/11 სეზონში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შედეგი. ვები 4 მატჩში იყო არბიტრი და “იუნაიტედმა” აქედა ყველა მოიგო. ცხრა სეზონის მანძილზე, ვების მსაჯობისას, “წითლები” საშუალოდ ორ შეხვედრაში მარცხდებოდნენ. დევიდ მოიესი მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს სალაპარაკოს აღარ უტოვებდა, რადგან მან ვების მსაჯობიდან ყველა შეხვედრა წააგო, მათ შორის “სიტისთან” 4-1.
ამ სტატისტიკით კი ვების კრიტიკოსები ალბათ ძალიან გაიხარებენ. “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ მან 7 პენალტი დადო, მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოს კი – 1. “ჩელსის” გულშემატკივრები ჰოვარდმა განსაკუთრებით გააღიზიანა 2012 წელს, ანგარიშით 3-3 დასრულებულ შეხვედრაში, როცა მან “წითლებს” 2 ჯერ დაარტყმევინა პენალტი.
რაც შეეხება ბარათებს, მან 84-ჯერ (2 წითელი) უჩვენა ბარათი “მანჩესტერელებს”, 82-ჯერ (2 წითელი) კი მოწინააღმდეგეებს.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/