Ekipa: ჩრდ.მაკედონია საქართველოს UEFA-ში უჩივლებს

თარიღი: სექტემბერი 23, 2022

ჩრდ.მაკედონიას ნაკრებმა გუშინ ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელისა და წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც ჩრდ.მაკედონიური “ეკიპა” წერს, გუნდის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი ქართული მხარეა, რომლის წყალობითაც, საცობში მოხვედრილი მეტოქე ვარჯიშზე 45 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

“ასე მოხდა. არ ვიცით, ეს პროვოკაციაა თუ პროფესიონალიზმის ნაკლებობა. ამის გამო, ნაკრებს ნაკლები ვარჯიში მოუწია” – ekipa.mk.

გამოცემა ბოლოს ამატებს, რომ ჩრდ.მაკედონია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას UEFA-ში უჩივლებს.

როგორც ჩანს, ჩრდ.მაკედონია ყველანაირ მიზეზს ამზადებს მატჩის შემდეგ წაგების ასახსნელად.



მსგავსი სიახლეები