“ელ კლასიკო” გადაიდო

თარიღი: ოქტომბერი 18, 2019

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

მატჩი 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კატალონიაში მიმდინარე აქციებისა და მოვლენების გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გადაიდო.

კლუბები “ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღზე ორშაბათს შეთანხმდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატჩი დეკემბერში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები