ელ კლასიკო – მადრიდის “რეალი” მარცხის 5 მიზეზი

თარიღი: მარტი 24, 2015

სანაკრებო პაუზამდე უკანასკნელიე ვროპული საკლუბო უიქენი მთავარი მოვლენა ესპანური კლასიკო იყო, რომელშიც მადრიდის “რეალი” “ბარსელონასთან” დამარცხდა. გთავაზობთ, ხუთ მიზეზს, რომლის გამოც მადრიდელებმა კატალონიაში წარმატებას ვერ მიაღიეს.

 

1. მომენტების გამოუყენებლობა

იშვიათია, როდესაც “ბარსელონსა” უბურთოდ ტოვებენ, თუმცა “რეალმა” კვირას მეტოქესთან ამ კომპონენტში ტოლსწორად თამაში შეძლო. მატჩის დიდი ნაწილი თანაბრად მიმდინარეობდა და “ბარსელონამ” მხოლოდ ბოლო წუთებში შეძლო მცირე უპირატესობის მოპოვება ბურთის ფლობაში – (53.2/46.8).

მადრიდელები უფრო ცივსისხლიანები რომ ყოფილიყვნენ და გადამწყვეტ ფაზაში ზუსტად რომ ეთამაშათ, “ბარსელონას” მოგება გაუჭირდებოდა. კატალონიელებმა კი საკუთარი მომენტები უკეთ გამოიყენეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბოლო წუთებში “ბარსამ” რამდენიმე პერსპექტიული შეტევა გააფუჭა.

 

2. ბეილის სუსტი თამაში

წლის პირველი კლასიკო პრესამ მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავური შეტევების დაპირისპირებად მონათლა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ შეძლო. “ბარსელონას” სუსტი რგოლი ნეიმარი იყო, ხოლო “რეალში” თამაში გარეთ ბეილმა ჩააგდო. ესპანურმა Marca-მ უელსელი მატჩის ყველაზე ცუდ მოთამაშედ დაასახელა.

“კამპ ნოუზე” ბეილმა ბურთი 10-ჯერ დაკარგა და კარში მხოლდო ერთხელ დაარტყა. მის მიერ მასპინძელთა კარში გატანილი გოლი კი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. მიუხედავად ასეთი ინერტულობისა, ანჩელოტი ბეილს ბოლომდე ენდო და შეცვლაზე შესვლების ოსტატს, ჩიჩარიტოს შანსი არ მისცა.

 

3. ყურადღების ნაკლებობა დაცვაში

კლასიკომდე ესპანელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ანჩელოტის ბარსლეონაში წარმატების მისაღწევად მოედანზე 11 რამოსი დასჭირდებოდა, თუმცა სერხიოს არც თუ ისე დამაჯერებელმა თამაში თითქოს მთელ გუნდს გადაედო და ესპანელი კოლეგების პათოსმაც ორმაგი დატვირთვა მიიღო.

სტატისტიკას თუ ვენდობით ვნახავთ, რომ “რეალმა” “ბარსელონა” მეორე სართულზე დაჩაგრა, თუმცა ერთ-ერთი გოლი კატალონიელებმა სტანდარტის შემდეგ, სწორედ თავური დარტყმით გაიტანეს. მეორე გოლი კი, დანი ალვეშის გრძელი გადაცემით გავიდა. პირველ შემთხვევაში რამოსს მატიე გაექცა, ხოლო მეორე ნახევარში მადრიდელთა უკანახაზელმა სუარესის შეჩერება ვერ შეძლო.

 

4. ძალის არასწორი განაწილება

მატჩის ბოლო მონაკვეთში “რეალი” გადაღლილი ჩანდა და “ბარსელონაც” გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა. როგორც ჩანს მადრიდელებმა ძალის სწორად გადანაწილება ვერ შეძლეს და პირველ ნახევარში მეტოქეს საკმაოდ დიდი ენერგია შეალიეს.

ანჩელოტიმ ბოლოს ნახევარდაცვის გამოცოცხლება ლუკასის ჩართვით სცადა, თუმცა ბრაზილიელი საერთო სურათიდან ამოვარდნილი იყო და იტალიელის ამ ჩანაფიქრმაც არ გაამართლა.

 

5. მოტივაციის პრობლემა 

“რეალის” პრობლემები “კალდერონზე” განცდილი 0:4-ის შემდეგ დაიწყო. პრიმერას უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან კი მადრიდმა მხოლოდ ერთი, ისიც მოკრძალებულ “ლევანტესთან, მოკრძალებული 2:0-ით მოიგო. ჩემპიონთა ლიგაში “შალკესთან” შეხვედრა კი ყველას კარგად ახსოვს.

შესაძლოა, საქმე იმაშიც იყოს, რომ ნანატრი “დესიმას” შემდეგ მადრიდელები მოტივაციის ნაკლებობას განიცდიან, “ბარსელონას” კი საკუთარი პირველობა კვლავ დასამტკიცებელი აქვს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა