“ელ კლოპიკო” ფრედ დასრულდა (ვიდეო)
უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” “ლივერპული” მიიღო. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, ორივე გუნდი უტევდა და მაყურებელსაც მოწყენის საბაბი არ მისცემია. ხაზგასასმელი იყო იურგენ კლოპის ფაქტორიც. როგორც მოგეხსენებათ, გერმანელი სპეციალისტი 2008-დან 2015 წლამდე “ბორუსიას” თავკაცობდა, დღეს კი “სიგნალ იდუნა პარკზე” მეტოქე გუნდის ხელმძღვანელის ადგილი ეკავა. აღნიშნული ფაქტორის გამო ამ გუნდების დაპირისპირებას “ელ კლოპიკოც” კი უწოდეს. მატჩამდე ორივე გუნდის ქომაგებმა ერთად შეასრულეს You’ll never walk alone (“არასდროს იქნები მარტო”), რომელიც როგორც “ბორუსიას”, ასევე “ლივერპულის” ჰიმნი გახლავთ.
ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე მერსისაიდულმა გუნდმა გახსნა, გოლი დივოკ ორიგიმ გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი “წითლების” გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმი სამი წუთის დაწყებული იყო, როცა მათს ჰუმელსმა კუთხურის შესრულების შემდეგ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. საყაიმო ანგარიში მერსისაიდულ გუნდს უფრო აძლევდა ხელს და შესაბამისად, შეტევაში მასპინძლები უფრო აქტიურად თამაშობდნენ, ინგლისელები კი კონტრშეტევებიუს მეშვეობით ცდილობდნენ მეტოქის დასჯას, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საყაიმო შედეგით “ლივერპულმა” გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ყველაფერი მაინც “ენფილდზე”, საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც ერთი კვირის თავზე გაიმართება.
ევროპის ლიგა
მეოთხედფინალური ეტაპი (პირველი მატჩი)
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ლივერპული” 1:1 (0:1)
“ბორუსია”: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სვენ ბენდერი (პაპასტატოპულოსი 76′), ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, დურმი (შაჰინი 46′), კასტრო, მხითარიანი, როისი, ობამეიანგი (პულიშიჩი 77′).
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი.
“ლივერპული”: მინიოლე, კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო, ჰენდერსონი (ალენი 46′), ემრე ჯანი, ლალანა (ფირმინო 77′), კოუტინიო, მილნერი, ორიგი (სტარიჯი 84′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: ჰუმელსი 48′ — ორიგი 36′.
გაფრთხილებები: ვაიდენფელერი 45+5′, როისი 52′, პაპასტატოპულოსი 81′ — ჯანი 9′, ლალანა 45′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).