ელ შაარავიმ რუსეთში გადასვლაზე უარი თქვა
„მილანის“ თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„საკმაოდ იღბლო პერიოდი მქონდა. სექტემბერში კუნთების პრობლემების გამო ბოლომდე ვერ გამოვჯანმრთელდი. შემდეგ ოპერაციის გაკეთება მომიწია. როგორც ჩემთვის, ისევე გუნდისთვის, ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რომლის დროსაც მწვრთნელი შეიცვალა“, – განუცხადა ფორვარდმა Corriere dello Sport-ს.
„ახლა მილანელოში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მსურს. ვფიქრობ, კლარენს ზეედორფს ადვილად გავუგებ, რადგან იგი, როგორც თანაგუნდელი მახსოვს. ვიცი, რომ „მილანისთვის“ მას კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია“.
გარდა ამისა, „ფარაონმა“ აღნიშნა, რომ მას რუსეთში თამაშსაც სთავაზობდნენ.
„სანამ ტრავმირებული ვიყავი, თავს გუნდის ნაწილად მაინც ვგრძნობდი. ამიტომაც, როდესაც ერთ-ერთმა რუსულმა კლუბმა კონტრაქტი შემომთავაზა, უარი ვთქვი. „მილანში“ დარჩენა და მასთან ერთად წარმატების მიღწევა მსურს“, – დაასრულა ელ შაარავიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სტეფანმა სულ ოთხ მატჩში ითამაშა.
ალექსანდრე მატევოსოვი