ელიგა – სიხას მე-2 დუბლი, “ტორპედოს” მე-2 მარცხი, “სამტრედიას” პირველი 3 ქულა
ეროვნული ლიგის მე-2 ტურის პირველი მატჩი მიხეილ მესხზე გაიმართა, სადაც საჩხერის “ჩიხურამ” ნომინალურად თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო. “საბურთალოსთან” შეხვედრის მსგავსად, ანგარიში “ჩიხურამ” კორიფაძის ზუსტი პენალტით გახსნა. 6 წუთში მას ირაკლი სიხარულიძემ უპასუხა. მე-2 ნახევარში სიხარულიძემ პენალტიდან დუბლი გაიფორმა და “ლოკო” წინ გაიყვანა. “ჩიხურა” ცდილობდა, თუმცა მათი მცდელობების უმეტესობას “ლოკომოტივის” მცველები და ნახევარმცველები მარტივად უმკლავდებოდნენ. მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში რევაზ ინგჯიამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, ჰამზიჩმა და მაჩაიძემ ერთმანეთს ვერ გაუგეს, რასაც გოდერძის ავტოგოლი მოჰყვა. “ლოკომოტივმა” 6 ქულა დააგროვა, ორივე მატჩი 3-1 ანგარიშით მოიგო, ირაკლი სიხარულიძე კი 4 გოლით საუკეთესო ბომბარდირია
იმერული დერბი “სამტრედიას” გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი ბურთი პენალტიდან ნიჯატ ყურბანოვმა გაიტანა. აშკარაა, რომ “ტორპედო” დასალაგებელია. თუ არ ჩავთვლით ფანცულაიას რამდენიმე მომენტს პირველ ტაიმში, ქუთაისელებს პრაქტიკულად არაფერი შეუქმნიათ. “სამტრედიამ” პირველი 3 ქულა ჩაიწერა, “ტორპედო” კვლავ პირველი გოლის მოლოდინშია.
20:00 საათზე თბილისური დერბი შედგება, თბილისის “მერანსა” და “საბურთალოს” შორის.
სამტრედია 1-0 ტორპედო
გოლი: ყურბანოვი 13 (პ)
სამტრედია: სეფიაშვილი – რუხაია, კაბა, ჩაკვეტაძე, ახალაძე (ჯგერენაია 87) – ქოჩლაძე (იმნაძე 57), კვირკვია, პავიშიჩი, ილურიძე (ღირდალაძე 46) – დიზი – ყურბანოვი
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ტორპედო: ბულისკერია – ტაბატაძე, მირცხულავა, ადამაძე, ნადარაია – ძარია, ჯანელიძე, მარკოვიჩი (ივანიშვილი 67), ბობკო – ციცქიშვილი (პონომარი 46), ფანცულაია (იონანიძე 81)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
ჩიხურა 1-3 ლოკომოტივი
გოლები: კორიფაძე 30 (პ) – სიხარულიძე 36/53 (პ), მაჩაიძე 74 (ავტო გოლი)
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაჩაიძე, კაშია, ჯავაშვილი – ნონიკაშვილი (ლექვთაძე 38), გვაზავა, მამასახლისი (მუჯირი 61), კიკაბიძე, კახაბრიშვილი – დეკანოიძე (ისიანი 56)
მთავარი მწვრთნელი: ვახტან თურმანიძე
ლოკომოტივი: შეროზია – კაპანაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – შონია, დარცმელია – კირკიტაძე (ჯინჯოლავა 86), სამურკასოვი (ძებნიაური 66), შეყილაძე (ინჯგია 73) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე