ელიტ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა
მორიგი ტური გაიმართა ელიტ ლიგის 1997 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის. საინტერესო გამოდგა “გრანდის” და “საბურთალო-ბენდელას” დაპირისპირება. “გრანდმა” ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდს ნამდვილი წინააღდმეგობა გაუწია და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას 2 ბურთით მარცხდებოდა, შეხვედრის გადარჩენა მაინც მაოხერხა. აღსანიშნავია, რომ ერთი ბურთი გრანდის მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.
კვლავ მოიგეს გათამაშების ლიდერებმა. “მეტალურგმა” “ავაზას” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ხოლო “ნ.დინამო-2”-მა თბილისის “ლოკომოტივი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
XIX ტური 07.04 – 09.04
1. მეტალურგი – ავაზა 3-0
2. ნ.დინამო-97 – ამირანი გადაიდო
3. იბერია – საბურთალო-3 3-0 ტ.შ.
4. საქ. უნივერს. – გურჯაანი 6-2
5. თბილისი – 35 სკოლა 5-2
6. ლოკომოტივი – ნ.დინამო-2 0-1
7. გრანდი – საბ.ბენდელა 2-2