ელიტ ლიგაში მორიგი ტური შედგა
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ელიტ-ლიგის გათამაშებაში (1997 წ. დაბადებულები) მორიგი ტური გაიმართა. გთავაზობთ მატჩების შედეგებს:
XV ტური 11.03 – 15.03
1. მეტალურგი – თბილისი 4-1
2. 35 სკოლა – საქ. უნივერსიტეტი 1-3
3. ამირანი – საბურთალო-3 3-0
4. ავაზა – გრანდი 10-3
5. ნ.დინამო-2 – საბ.ბენდელა 0-2
6. ლოკომოტივი – ნ.დინამო-97 2-0
7. გურჯაანი – იბერია 1-1
გათამაშებას 43 ქულით რუსთავის “მეტალურგი” დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდს 9 ქულით უსწრებს.
საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე 1998-99 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის. ისანი-სამგორის რაიონის წამყვანი საფეხბურთო სკოლების “გრანდის” და “ფორვარდის” გუნდების დაპირისპირება “გრანდელების” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.