ელიტ-რაუნდის მეორე ტური: 17-წლამდე ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში ირლანდიასთან 0:2 დათმო. გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველ ტაიმში გაუშვა ორივე გოლი და მიუხედავად მცდელობებისა, თავად ვეღარ გაიტანა, არადა, მომენტები იყო.
სამწუხაროდ, პოლონეთთან (2:2) მატჩის დარად, ტრავმამ ამჯერადაც საწყის წუთებში გამოაკლო ჩვენს გუნდს ფეხბურთელი – შოთა ნონიკაშვილი მე-10 წუთზე გახდა შესაცვლელი.
ხარშილაძე, ნონიკაშვილი (კალანდაძე), ჭინჭარაული, მექვაბიშვილი, ჯანგველაძე, ჩოთალიშვილი (შვარცი), ტალახაძე, მესიაჩენკო, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.
ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა 3:0 მოუგო მაკედონიას, რომელსაც საქართველოს ნაკრები 27 მარტს დაუპირისპირდება.
Gff.Ge