ელიტრაუნდი (მე-3 ჯგუფი): დღე მეორე

თარიღი: მარტი 28, 2012

დღეს, უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. ქართველმა ახალგაზრდებმა “მიხეილ მესხზე” ინგლისელი თანატოლები მიიღეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფიზიკურად ძლიერ ბრიტანელებთან მეტად გაგვიჭირდებოდა, თუმც ჩვენმა ბიჭებმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დაძაბულ პაექრობაში მათი დამარცხებაც მოახერხეს. გუნდებმა 80 წუთის განმავლობაში ბურთი უგოლოდ აგორავეს, მატჩს ისეთი პირიც უჩანდა, რომ მხარეები ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით დაშორდებოდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი ახალგაზრდების ლამაზი კომბინაცია გოლით გიორგი პაპუნაშვილმა დააგვირგვინა. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობოდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თამაშში წინა მატჩისგან გასხვავებით გაცილებით ნაკლები შეცდომა შეინიშნებოდა, ფეხბურთელები მოქმედებდნენ უფრო გუნდურად. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი უარყოფითი ფაქტი ის გახლდათ, რომ მატჩის შემდეგ გახარებული გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ, რის გამოც შესაძლოა, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად დასაჯოს.

“მინდა დიდი მადლობა გადავიხადო გულშემატკივარს. დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მივიღებთ”, – ეს სიტყვები გოლის ავტორს ეკუთვნის.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა ვასილ მაისურაძემ ინგლისთან გამარჯვება იმ გმირების ხსოვნას მიუძღვნა, რომლებიც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელების დამარცხებით მართლაც დიდი ნაბიჯი გადადგეს დასახული მიზნისკენ და იმედია, ჩვენი ბიჭები ბოლო ტურში უკრაინასთან ღირსეული თამაშით ჯგუფის პირველ ადგილს არავის დაუთმობენ.

საქართველო – ინგლისი 1:0

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (ცინცაძე 77′), პაპუნაშვილი, წილოსანი, ჯიქია (დარციმელია 51′), გოროზია, მზევაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

ინგლისი: უილისი, უები, ინისი (ლეო ჩემბერსი 75′), ჰეიდენი, გრემი (ბენეტი 41′), სვიფტი, კალუმ ჩემბერსი, შოუ, კალუმ რობინსონი, ჯები (ჰიუზი 73′), აკპომი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.

გოლი: პაპუნაშვილი 80+3′.
გაფრთხილებები: გოროზია 35′, დვალი 37′, წილოსანი 39′, ჭეჭელაშვილი 80+3′ -კალუმ ჩემბერსი 51′, ბენეტი 52′, ჰეიდენი 59′, სვიფტი 71′.
მთავარი მსაჯი: კრის რაიხი (ლუქსემბურგი).

დღევანდელი დღის მეორე მატჩი “ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე” ესპანეთისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის შედგა. შეხვედრა მეტად დრამატულ ვითარებაში წარიმართა და სტადიონზე მისულ მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მიეცა. მატჩში უკრაინელები დაწინაურდნენ, პირინეელებმა ამჯერადაც სწრაფი გოლი გაუშვეს, გოლით მე-8 წუთზე მაქსიმ ტიშენკო გამოირჩა. მატჩის მე-16 წუთზე უკრაინის ნაკრების კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანის რეალიზება სერგი სამპერმა ვერ მოახერხა, თუმცა სამიოდ წუთში ივან კალერომ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრის 34-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ამჯერად ესპანეთის კარის მიმართულებით დაინიშნა, თუმცა მისი გოლად ქცევა ვერც ამჯერად მოახერხეს. პენალტი გუნდის თავ იგორ ხარატინს გაუცუდდა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მაყურებელი მატჩის მეორე ნახევარშიც შემტევი ფეხბურთის მომსწრე გახდა, სახიფათო მომენტი ხან ერთ კართან იქმნებოდა, ხანაც მეორე კართან. საბოლოოდ, გოლი 71-ე წუთზე გავიდა, უკრაინელები დაწინაურდნენ, თავი დმიტრო ბილონოგმა გამოიჩინა, თუმცა სლავებს დიდი ხანი სიხარული არ ეწერათ. ზუსტად ერთ წუთში ალვარო ბასტოსმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის წერტილიც დასვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველები უკრაინელები გამოცხადდნენ.

მათი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლექსანდრ პეტრაკოვმა შემდეგი განაცხადა: “ძალიან კარგი მატჩი გამოდგა. გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს. დღეს მიღწეული რეზულტატით კმაყოფილი ვარ. მობრძანდით ჩვენი ნაკრების მომავალ შეხვედრაზეც. კარგ თამაშს გპირდებით. ალბათ, იცით ჩვენი ხასიათის შესახებ”.

ესპანელთა დამრიგებელმა სანტიაგო დენიამ კი აღნიშნა: “რთული მატჩი გამოდგა. მეტად მძიმე ჯგუფში მოვხვდით. აქ ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის”.

დენიამ მცირე კომენტარი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზეც გააკეთა: “ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ, საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საერთოდ, თქვენს გუნდში პოტენციალი შეინიშნება”.

ბოლოს კი ესპანელთა თავკაცმა მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც გადაუხადა: “ტურნირი კარგად ორგანიზებულია, რისთვისაც ქართველებს მადლობას გიხდით”.

 

ესპანეთი-უკრაინა 2:2

ესპანეთი: ბლანკო, ბელერინი, საესი, ხაიმე სანჩესი, გაია (გრიმალდო 41′), სამპერი, კასტილიეხო (იგლესიასი 55′), კოტანი, არგუესი (სერანო 68′), ბუსტოსი, კალერო.
მთავარი მწვრთნელი: სანტი დენია.

უკრაინა: სარნავსკი, ბურდა, ხარატინი, ტკაჩუკი, ტანკოვსკი (ლაზაროვიჩი 38′), ტიშჩენკო (ვეტროვი 75′), გაბელიუკი, მირანიანი (რადჩენკო 58′), ლუხტანოვი, პოლეჩენკო, ბილონოგი.
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი.

გოლები: ტიშჩენკო 8′, კალერო 19′, ბილონოგი 72′, ბუსტოსი 73′.
მე-17 წუთზე სამპერმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
33-ე წუთზე ხარატინმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
გაფრთხილება: კასტილიეხო 50′, სერანო 77′ – ტკაჩუკი 48′, ხარატინი 62′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).

ამრიგად, ჯგუფს სათავეში საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჩაუდგა, 3 ქულა აქვს ინგლისის ნაკრებს, მესამე პოზიციას 2 ქულით ესპანელები იკავებენ, უკრაინელებმა კი აქტივში პირველი ქულა დღეს ჩაიწერეს.

ჯგუფის დასკვნითი ტური შაბათს გაიმართება და ორივე მატჩი თანადროულად, 14:00 საათზე დაიწყება. “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდებიან, “ბორის პაიჭაძეზე” კი ინგლისელები ესპანელებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძემ “რუბინი” დატოვა

ყაზანის “რუბინი” ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ დატოვა. მიქელთაძე “რუბინთან” ერთად თურქულ შეკრებაზე წავიდა, თუმცა 2 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი ქუთაისის “ტორპედოს”

24 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის 2020 წლის აღმასკომის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი გუნდების ლიცენზირება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მსგავსი რამ არ განიხილება” – “ტორპედოს” 3 დღე დარჩა

ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა, არადა გუნდს 26 იანვრამდე აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საჩხერის” ჩიხურას” 20=1 მოქმედება

საჩხერის “ჩიხურამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ტრანსფერი განახორციელა. “ჩიხურამ” ყაზახური “ბუხარადან” მარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე: “ჩემთვის პრიორიტეტი ევროპაში გადმოსვლა იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკიდან” ფამაგუსტის “ანორთოსისში” გადავიდა. 27 წლის ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს

კვიპროსული “ანორთოსისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. საუბარი ჯანო ანა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დროზე ვერ შეთანხმდნენ” – რატომ ვერ ჩატარდა “დინამოს” მატჩი?

თბილისის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე დღეს მე-2 ამხანაგური მატჩი ბულგარული “ბოტევის” წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ შეხვედრა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან ყენია: “საქართველოს ასეთი შანსი არასდროს ჰქონია”

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის ნახევარმცველის, ლევან ყენიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. ყენია ინტერვიუში “საბურთალოზე&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსზე სწავლა დაიწყო!

21 იანვარს საქართველოში ესპანური ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის სასერთიფიკატო კურზე კურსზე სწავლა დაიწყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ამიერიდან ვასილ მაისურაძე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალიდან” “მონაკომდე” – რომელი ევროპული გრანდები იწვევდნ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა და მისი აგენტის განცხადებით, თუ 31 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 იანვარი

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი მილიონი მიიღო ანანიძემ “სპარტაკისგან” 10 წელიწადში?

საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ 10 წლის შემდეგ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა. ანანიძემ კონტრაქტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე: “სპარტაკი მუდამ ჩემ გულში დარჩება!”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა. კლუბში გატარებული 11 წლის შემდეგ, ქართველმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ამ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს...
წაკითხვა