ელნენი: “მინდა, რომ “არსენალის” ლეგენდა გავხდე”
მუჰამედ ელნენი 2015 წლის ზაფხულზე “ბაზელიდან” ჩაირიცხა ლონდონის “არსენალში”. მან ჯერ ნამდვილად ვერ მოიპოვა არსენ ვენგერის სრული ნდობა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტელი ნახევარმცველი უკვე “მეთოფეთა” ლეგენდობაზე ოცნებობს.
“მინდა, რომ ამ კლუბის ლეგენდა გავხდე.”
“დიდი სურვილი მაქვს, “არსენალში” ისეთივე სახელი დავტოვო, როგორიც – ტიერი ანრიმ. ვგულისხმობ, დაახლოებით მსგავსებას. ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. მეც მაქვს ჩემი სათამაშო სტილი, რომლითაც ხალხს, მინდა, თავი დავამახსოვრო,” – აცხადებს ელნენი.