ელვირა თოდუა: ‘ქალთა ფეხბურთში მატჩის წინ სექსს არავინ აკონტროლებს’
მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების მეკარემ, ელვირა თოდუამ გადაცემა Comment.Show-ში ქალთა ფეხბურთში ორსულობისა და სექსის შესაბ ისაუბრა.
“მამაკაც ფეხბურთელებს მატჩების წინ სექსი აკრძალული აქვთ, მაგრამ ამას ქალთა ფეხბურთში არავინ აკონტროლებს. საერთოდ, არც კი ყოფილა საუბარი იმაზე, შეიძლება თუ არა ამის ჩვენთან აკრძალვა. რაც შეეხება ორსულობას, ჩვენი კონტრაქტების თანახმად, ორსულობის პერიოდში, კლუბი ვალდებულია ხელფასი გადაიხადოს, ამის გამო გუნდიდან არავინ გაგიშვებს. არსებობს კონტრაქტები, რომლის თანახმადაც, კლუბს შეუძლია ფეხბურთელი გაუშვას, თუ ის დაფეხმძიმდება”, – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.
ელვირა თოდუა საქართველოში, ქალაქ ტყვარჩელში 1986 წელს დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ მისი ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. თოდუამ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თავს ქართველად არ მიიჩნევს და საერთოდაც, ქართველები არ მოსწონს.
“სინამდვილეში, თოდუა მეგრული გვარია, პასპორტში კი ეროვნების გასწვრივ აფხაზი მიწერია. პრინციპში, ქართველები, მეგრელები და აფხაზები ერთი ხალხია. თუ ვინმე დაჟინებით იტყვის – “არა, შენ ქართველი ხარ” – არ შევეწინააღმდეგები. დაე, ასე იფიქრონ. მე ქართველები არ მომწონს. ისინი ამბიციურები და ცბიერები არიან. ქართველები აფხაზებს ტარაკანებს უწოდებენ. თუმცა, კარგი და ცუდი ხალხი ყველგანაა”, – განაცხადა თოდუამ 2013 წელს.