ემანუელ ენგბო: “დინამო” აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და მცირე უპირატესობა აქვს”
ალბანური “ტირანას” მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ენგბომ თბილისის “დინამოსთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“დინამოში” სახლში თამაშობს და ეს მათთვის ოდნავი უპირატესობაა, საორგანიზაციო საკითხებიც მოსაგვარებელი გვქონდა. ჩენი გუნდი ეცდება საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი”
“მე ვფიქრობ, პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული. იმ ჯგუფიდან, ბადიდან, რაც თავდაპირველად გვერგო, “დინამო” საუკეთესო ვარიანტი იყო. ჯგუფში “ყარაბახი”, “მაქაბი”და “ასტანა” იყვნენ, რომლებიც უფრო გამოცდილი კლუბები არიან ევროასპარეზზე. სწორედ ეს იგულისხმა პრეზიდენტმა.
“არამარტო ფეხბურთის დონე, ქვეყანა და ქალაქიც წინ წასულია, მას შემდეგ, რაც 17 წლის წინ თბილისში ვიყავი. მოხარული ვარ რომ ქვეყანას კიდევ ერთხელ ვეწვიე. საინტერესოა, რომ “დინამო” 17 წლის წინაც სახლში თამაშობდა.
“მაიკლ ნგოოა გუნდის ლიდერი იყო და მისი წასვლა, რა თქმა უნდა, დანაკლისი იქნება, მაგრამ მის შემცვლელად ახალგაზრდა ერნესტ მუჩი გვესახება და გვჯერა, რომ სათანადოდ შეცვლის მაიკლს.”
“პლუსებზე და მინუსებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. “დინამოს” თამაშის განხილვის შემდეგ ვნახეთ, რომ საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. მეტოქეს მცირე უპირატესობაც აქვს, რადგან საქართველოს ჩემპიონატი ჯერაც მიმდინარეობს. შანსები 50-50ზეა. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ვიბრძოლეთ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის.”, – განაცხადა ენგბომ ჟურნალისტებთან.