ემანუელ მაკრონი: „აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ პარიზი-2024-ს“

თარიღი: მაისი 13, 2017

საფრანგეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან სატელეფონო საუბრისას „აბსოლუტური მხარდაჭერა“ გამოუცხადა პარიზი-2024-ს და იმედი გამოთქვა, რომ შვიდი წლის შემდეგ ზაფხულის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. მაკრონმა სოკ-ის პრეზიდენტს გაუზიარა თავისი კეთილგანწყობა პარიზი-2024-ის მიმართ და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ოდითგანვე ოლიმპიური მოძრაობის ერთგული ქვეყანა იყო.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ემანუელ მაკრონი შეხვდება სოკ-ის შეფასების კომისის წევრებს, რომლებიც 14 მაისს სამდღიანი ინსპექტირებისთვის პარიზში ჩავლენ. სწორედ 14 მაისს გაიმართება მაკრონის იანაუგურაცია და პრეზიდენტის რანგში ეს იქნება მისი პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა, რომელსაც, სავარაუდოდ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც დაესწრება.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტონი ესტანგე აცხადებს: „ემანუელ მაკრონი თავიდანვე მხარს უჭერდა პარიზის საოლიმპიადო განაცხადს. ის ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა ჩვენი გეგმების და იმ შესაძლებლობების მიმართ, რომელიც ამ პროექტის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მან გამონახა დრო, რათა ინაუგურაციამდე გასაუბრებოდა თომას ბახს და სრული მხარდაჭერა გამოეხატა პარიზი-2024-ისთვის. ბატონმა მაკრონმა, რომელიც ახალი თაობის ლიდერია, დაგვიდასტურა, რომ ის შეხვდება სოკ-ის შეფასების კომისიას და ბოლომდე აქტიურად დაუჭერს მხარს პარიზის კანდიდატურას.“

სოკ-ის შეფასების კომისია, რომელსაც შვეიცარიელი პატრიკ ბაუმანი ხელმძღვანელობს, ამჟამად პარიზის კონკურენტ ქალაქში – ლოს-ანჯელესში მუშაობს.

სეოკ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰენდერსონი: “მსაჯის სასტვენი რომ არა, მანე ერთი ერთზე გადიოდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ დასრულებული მატჩის ერთ-ერთ კონტრავერს...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “თუ ევერესტზე ახვალ და გაჩერდები, სიცივე მოგკლავს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი: “მადლობა ღმერთს, რომ კარიერა დასრულებული მაქვს”

მოახლოებული ინგლისური დერბი წინ, სერ ალექს ფერგიუსონმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები: ნუ ჩაეხუტებით და ნუ ჩამოართმევთ ხელს ერთმანეთს

პრემიიერ ლიგის ხელმძღვანელები ფეხბურთელებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. აღმასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ფოსუ-მენსა “ბაიერ ლევერკუზენის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბაიერ ლევერკუზენის” ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ ინფორმაციას ტიმოტი ფოსუ-მენსას ტრანსფერის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “ლივერპულთან” მატჩი ჩვენ საჩემპიონო ამბიციებს გამოცდის”

“მანჩსტერ იუნაიტედმა” გასვლით მატჩში “ბარნლის” დამარცხების (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ლივერპულთან̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა კლუბებს სრული შემადგენლობის ტესტირება კვირაში ორჯერ დაავალეს. ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო და უფრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, დაითხოვენ

12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, სამსახურიდან დაითხოვენ – HITC Sport-ის წარმდგენი, რომელიც The […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 40-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა “ატალანტასთან” 18 წლის ტალანტის, ამად დიალოს, ტრანსფერი შეათანხმეს. ინფორმაციას გავლენი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ გაიტანა ყველაზე მეტი პენალტი 2020 წელს?

Transfermarkt საკმაოდ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობს 2020 წლის შესაფასებლად – ვინ გაიტანა ყველაზე მეტი პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Football Observatory: ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისელია, რონალდუ ასეულშიც არაა

ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუტმა CIES Football Observatory-მ მოცემულ მომენტში ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებულ […]...
წაკითხვა
ბლოგი

ნემანია ვიდიჩი თუ ვირჯილ ვან დაიკი? FIFA 21-ის პასუხი

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ფანებს შორის დაპირისპირებების არსებობა საფეხბურთო სამყაროსთვის სიახლეს არ წარმოადგენს....
წაკითხვა
ფეხბურთი

კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. რა ბედი ელის პრემიერ ლიგას?

ინგლისში კორონავირუსის პირველი აფეთქებისას, 2020 წლის მარტში, ყველა სპორტული ღონისძიება პრემიერ ლიგის ჩათვლით, სამი თვით […]...
წაკითხვა