ემერი: “პაუზის შემდეგ, ნეიმარის ტრავმის დამატებითი რისკი არ არსებობს”
ნეიმარმა “პსჟ”-ს მიერ საფრანგეთის თასზე “სტრასბურგთან” გამართული დაპირისპირება (4-2 პარიზელთა სასარგებლოდ) პირადული მიზეზის გამო გამოტოვა: მან განთავისუფლება ითხოვა, რათა ბრაზილიაში გაფრენილიყო და ოჯახური პრობლემა მოეგვარებინა.
25 წლის შემტევი პარიზში ოთხშაბათს დაბრუნდა და გუშინ პირველად ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, “პსჟ”-ს მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი ამბობს, რომ “ნეიმ” ფიზიკური ფორმა შეინარჩუნა და ის შაბათს, ჩემპიონატის შეხვედრაში, “რენთან” თამაშს შეძლებს.
“ის შორ მანძილზე და ხშირად დაფრინავს. მაგალითად, ეს ხდება, როცა ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში იძახებენ. ხოლო, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ჩემი მოთამაშე ყოველთვის კარგ ფორმაშია. მას შეუძლია, შიენარჩუნოს ფიზიკური კონდიციები. შესაბამისად, ახლა არ არსებობს დამატებითი რისკი, რომ მან ტრავმა მიიღოს,” – აცხადებს ემერი.