ემერი: “წაგებას არ ვიმსახურებდით”
“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. როცა ჯგუფში ჩვენს მთლიან ასპარეზობას შეავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ნამდვილად საოცრად გამოვედით. დღეს კი ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ: ჩვენი მეტოქე ხომ “ბაიერნი” იყო. აღნიშნული მატჩი შეიძლება განმეორდეს პლეი-ოფში. ორივე გუნდს სურს ტიტულის მოგება.”
“რა თქმა უდნა, შედეგი არ გვაკმაყოფილებს. მომენტები შევქმენით, თუმცა ბოლო ფაზა გვიჭირდა. ვფიქრობ, გუნდმა ეს წაგება არ დაიმსახურა. განსაკუთრებით, ნეიმარს ჰქონდა შანსები. არასდროს ავღელვებულვარ და პირველი ტაიმის შემდეგაც გამაჩნდა იმედი, რომ თამაშს წარმატებულად ჩავამთავრებდით. თუმცა, არაუშავს – მთავარია, ჩვენს სამივე მეტოქეს ვაჯობეთ,” – აცხადებს ემერი.